02:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 14:24:03, 653 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წყვეტდა ვის რა ეყიდა. ყველა ბიზნესმენი, ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ ხელისუფლების თხოვნას ემორჩილებოდა და ქიბარ ხალვაშმაც ჩადო თანხა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში.

როგორც ივანიშვილმა ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ქიბარ ხალვაში წესიერი ბიზნესმენი იყო, მაგრამ იძულებული გახდა დამორჩილებოდა წინა ხელისუფლების თხოვნას.

2012 წელს ირმა ინაშვილთან ინტერვიუს დროს, სწორედ ეს ჰქონდა ივანიშვილს მხედველობაში, როდესაც თქვა, რომ ქიბარ ხალვაშმა ბევრი რამ იცის და დადგება დრო, როდესაც ის ამ ყველაფერს საზოგადოებას მოუყვება.

"მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი. ქიბარ ხალვაში წინა ხელისუფლებას უწევდა ანგარიშს, ხოლო როდესაც აღარ ემორჩილებოდა მათ, ყველაფერი გადაუწვეს და ეს კაცი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. თქვენ კითხვა დამისვით და მე გიპასუხეთ იმ ნაწილზე რისი სურვილიც მქონდა", - განაცხადა ბიძჳნა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics