08:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 20:59:55, 5413 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჭანტურია: სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობასთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

„სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობა   გათვალისწინებული არ არის და ამ პროცესში  ის არავითარ როლს არ თამაშობს“,-ამის შესახებ ნავთობკორპორაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ „ექსპრესნიუსთან“  ინტერვიუში  განაცხადა.
მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული პროექტით დაინტერესებული, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ევროპული კომპანიები არიან.
„სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობა   გათვალისწინებული არ არის და ამ პროცესში  ის არავითარ როლს არ თამაშობს. ნებისმიერ შემთვევაში, ამ პროექტით მხოლოდ აშშ-ს მთავრობა და ის ევროპული კომპანიები არიან, რომლებიც მის განვითარებაში მონაწილეობენ“,-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
მისივე თქმით,სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობით  საქართველო ევროპისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება, რადგან შავი ზღვის ავზის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტორი სწორედ საქართველო იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics