|
2016-05-31 18:21:32, 1069 ნახვა
სამართალი
"რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი 3 ივნისს გაგრძელდება
სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმის განხილვა დასრულდა. პროცესი 3 ივნისს 14:00 საათზე ქიბარ ხალვაშის მხარის პოზიციის მოსმენით განახლდება. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა, სასამართლომ ტელეკომპანიის საჩივარი მოისმინა. ამასთან, მოპასუხე მხარემ რამდენიმე შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, "რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველებმა პროცესის გადადება და მოსამართლეების აცილება მოითხოვეს, თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილება საჭიროდ არ მიიჩნია. "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)