18:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 15:35:41, 559 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნები 2016 წელს სამხედრო ხარჯებს გაზრდიან

რუსეთის აგრესიის საფრთხის ფონზე ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნები პირველად თითქმის 10  წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯებს გაზრდიან, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს ერთიანობა, ძალა და სტაბილურობა სჭირდება.

“2016 წლის პროგნოზი, რომელიც მოკავშირე-ქვეყნების მონაცემებს ეფუძნება, აჩვენებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში 2016 წელს პირველად ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის ხარჯები გაიზრდება. ჩვენ გაურკვევლობას, საფრთხეების მზარდ რაოდენობას, უსაფრთხოების სფეროში გამოწვევებს ვაწყდებით. ამიტომ ჩვენ ერთიანობა, ძალა და სტაბილურობა გვჭირდება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლა სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ გეგმებს საფრთხის წინაშე დააყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics