|
2016-05-31 13:33:11, 1113 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია პრეზიდენტს მიმართავს: გამოიღვიძეთ და შეასრულეთ კონსტიტუციური ვალდებულება
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯომარეს და სახალხო დამცველს მიმართავს: "უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, გამოიღვიძეთ, მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა, აქ საფუძველი ეყრება არ ამხოლოდ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას, გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება. პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, საერთოდ არსებობს თუ არა გვავიწყდება პერიოდულად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. "რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველებმა მოსამართლეთა აცილება მოითხოვეს, თუმცა არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, მოსამართლეთა კოლეგიამ განაცხადა, რომ შუამდგომლობები აღარ მიიღება და მოპასუხე მხარეს მიმართა, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაეწყოთ. "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)