|
2016-05-31 11:56:33, 1010 ნახვა
სამართალი
კალაძე: ის წლები აღარაა საქართველოში, როცა ერთ დღეს იჭერდნენ, ასამართლებდნენ და გირაოთი ათავისუფლებდნენ
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია"რუსთავი2"-ის საქმე კერძო დავაა და ხელისუფლებას მასთან კავშირი არ აქვს. კალაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. "როგორ მიმდინარეობს დაჩქარებულად, რამოდენიმე თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს. დაველოდთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამიჭირდება საუბარი და ვფიქრობ, სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება, რადგან ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ჩემი განცხადებები შეიძლება გამოყენებული და აღქმული იქნეს ერთი, ან მეორე მხარის ზეწოლად, ან თუნდაც თანადგომად. ამიტომ, დაველოდოთ, სასამართლო ქვეყანაში არის დამოუკიდებელი და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, არვიცი, გახდება ცნობილი. ხელისუფლება არაფერ შუაშია. ის წელები აღარაა საქართველოში, როდესაც ერთ დღეს იჭერდნენ, ერთ დღეს ასამართლებდნენ და ერთ დღეს გირაოთი ათავისუფლებდნენ, მორჩა ეს დრო დამთავრდა", - განაცხადა კახა კალაძემ. სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. გამორიცხული არაა, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს. "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)