22:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 14:19:59, 1308 ნახვა

ეკონომიკა
კიდევ ერთი ინოვაციური არომატი ლიმონათი "ზედაზენისგან"

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენის ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს  კიდევ ერთ, ახალი გემოს  არჩევანს  სთავაზობს. სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე,ზედაზენის ლიმონათის  ახალი არომატი -  სიტრო გამოჩნდა.

ციტრუსების ცოცხალი ნოტები  საოცრად  ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს  და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. სხვადასხვა სახეობის ციტრუსების ინოვაციური ინტერპრეტაცია ქმნის სიგრილის და სიმსუბუქის საოცარ შეგრძნებას, რაც ზედაზენის ახალი  გემოს ძირითადი გამოწვევაა.

“გვსურდა ჩვენი მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანი შეგვეთავაზებინა. ამიერიდან, ზედაზენის რვა არსებული არომატის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება ახალი გემო - სიტრო დააგემოვნოს”, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ზვიად ლორია.

ახალი არომატი, სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი – 0.5 ლ შუშა,  1 ლ პეტი და 2 ლ. პეტი.

ზედაზენის ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ  დროის  განმავლობაში   კომპანიის მიერ  წარმოებული ლიმონათი  ყველაზე მაღალი სანდოობით   და პოპულარობით სარგებლობს. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics