|
2016-05-30 13:31:47, 994 ნახვა
სამართალი
გომელაურმა ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს" მასპინძლობს. როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს ღონისძიება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, რადიაქტიული ნივთიერებების ამოღების 4 ფაქტი დაფიქსირდა. ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ბრიტანეთიდან ასევე ამერიკის შეერტებული შტატებიდან. ჩვენ რეგიონში არის აღნიშნული საკითხის საფრთხე, რადგან გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც არ კონტროლდება. იყო ასევე , სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანის და ბრუნვის ფაქტები, აქედან კი 4 ფაქტი აღვკვეთეთ", - განაცხადა გიმელაურმა. შეგახსენებთ, რომ დღეიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში "ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი" დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში 2014 წელს გაიმართა. კონგრესის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ღონისძიებას საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და აშშ-ის მთავრობა მისი მხარდამჭერია. მასში მსოლფიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)