16:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 11:41:09, 744 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  განცხადებით,  სლოვაკი კოლეგის საქართველოში  ვიზიტი ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება.

მარგველაშვილმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში  ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. გარდა ამისა,   გიორგი მარგველაშვილმა   ანდრეი კისკას  საქართველოს   ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში  ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ ჩემთვის დიდი პატივია, რომ შედგა პირველი ისტორიული ვიზიტი სლოვაკეთის პრეზიდენტისა საქართველოში. ეს ვიზიტი იქნება მნიშვენლოვანი  იმპულსის მიმცემი ჩვენს ქვეყნებს შორის  თანამშრომლობისათვის.

გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ. ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც და ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომელსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში. მადლობა მიდა გითხრათ მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის  პრეზიდენტობა, რომელიც ცოტახანში  იწყება, ერთ თვეში, იქნება  მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმაოს  ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩამობრძანდით სლოვაკი ბზინესმენების ჯგუფთან ერთად“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics