16:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 11:18:13, 626 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან,  ევროპული თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან რობერტ დე ხროოტთან,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან, ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან- მიხილ სერვაესთან და ჰან ტენ ბრუკესთან (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე).

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი საჯარო ლექციას გამართავს ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში (Hague Institute for Global Justice), სადაც გაიმართება დისკუსია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics