|
2016-05-28 18:58:12, 1201 ნახვა
სამართალი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დავით ნატრიაშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დავით ნატრიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დავით ნატრიაშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სამეწარმეო იურიდიული პირის - შპს ”პერსპექტივას“ დირექტორი, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 2015 წლის აგვისტოდან დავით ნატრიაშვილი მუშაობდა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)