07:21 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 16:16:22, 1052 ნახვა

სამართალი
მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე მოქალაქე ც.მ დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ც.მ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ბ.მ.-ის ნათესავს საპატიმროდან მის გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდა და ამის სანაცვლოდ, თაღლითურად 700 ლარი გამოსძალა.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics