13:30 - 18 Aug, 2026
|
2015-02-26 10:21:22, 1982 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინას გაზის საფასურის გადახდამდე 3-4 დღე დარჩა
რუსეთის ფედერაციიის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინას გაზის საფასურის გადახდამდე 3 -4 დღე დარჩა. პუტინის თქმით, წინასწარ გადახდა თუ არ განხორციელდება, კონტრაქტის შესაბამისად, „გაზპრომი“ უკრაინას გაზს აღარ მიაწვდის. „გაზპრომი სრულ თანხვედრაშია საკონტაქტო ვალდებულებებთან, წინასწარი გადახდა, რომელიც უკრაინულმა მხარემ განახორციელა, მხოლოდ 3-4 დღის გაზის მარაგისთვის არის საკმარისი. თუ წინასწარი გადახდა არ გაგრძელდება, "გაზპრომი," კონტრაქტის შესაბამისად, გაზის მიწოდებას შეწყვეტს. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს შეუქმნის ევროპის ტრანზიტსაც. იმედი გვაქვს ასეთი უკიდურესი ზომები საჭირო არ გახდება. თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული," -განაცხადა კრემლის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)