14:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:39:54, 512 ნახვა

საზოგადოება
ხაშურში 63 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ხაშურში 63 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ სუბარმა და ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ხაშურში, სააკაძის ქ. N2-ში მდებარე შენობას რეაბილიტაცია სამინისტროს დაფინანსებით ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  სს "სამშენებლო ტრესტი N3"-მა განახორციელა.

შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. ამ ეტაპზე მხოლოდ 63 ბინა განაწილდა, რაც შეეხება დარჩენილ ბინებს, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები  ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-შიც  მიმდინარეობს,  სადაც ბინას 111 დევნილი ოჯახი მიიღებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, ხაშურში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა გადაიჭრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics