13:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:50:09, 959 ნახვა

სამართალი
ქეთევან წამებულის გამზირზე ორი პირის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული სერგო პ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგო პ.-მ მიმდინარე წლის 21 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ტ.-ს და 2000 წელს დაბადებულ ნუგზარ კ.-ს ხელისა და ფეხის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics