12:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 17:31:30, 612 ნახვა

საზოგადოება
პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისები პირობით მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით,  ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროს ოფისები  პირობით მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავში,  ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისში მისულ საზოგადოებას დღეს როგორც შენობაში, ასევე ეზოში, პირობით მსჯავრდებულთა ხელით შექმნილი საოფისე ავეჯი დახვდა.

 „საოფისე მაგიდები და ივენტარი, ასევე,  ოფისის გარეთ განთავსებული  სკამები  პრობაციონერების მიერ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების  ხის საწარმოშია დამზადებული.  ეს ყველაფერი ნახევარი ფასი დაჯდა.  თუ საოფისე მაგიდა მაღაზიაში დაახლოებით 350 ლარამდე ჯდება, ჩვენთან 150 ლარი ღირს.  გარდა ამისა, ხის საწარმოში დასაქმებულ მსჯავრდებულებსაც  სტიმული აქვთ, რომ ხელფასს,     დღეში დაახლოებით  20 ლარს იღებენ,“  -  განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  კახა კახიშვილმა. 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სოციალურ საწარმოში დასაქმებული პირობით მსჯავრდებულები  ავეჯისა და საოფისე ინვენტარის გარდა,   ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან  საბავშვო სათამაშოებს, სუვენირებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics