|
2016-05-23 16:58:26, 849 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროექტების განხორციელების საკითხები და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ (GDSC); ასევე, ამ ღონისძიებისთვის დაგეგმილ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტსა და მასთან განსახილველ საკითხებზე. შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)