|
2016-05-22 14:36:41, 1232 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ახალი სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“ აშენდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower" –ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მორიგი ახალი სასტუმრო კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონ დოლარს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, გრანდიოზულ მშენებლობას ქართული კომპანია „ორბი ჯგუფი" ახორციელებს. ცნობისთვის, კომპლექსი „Twin Tower" ორ 45 სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი „Twin Tower" მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ. იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში განთავსების ადგილების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებაში. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ცერემონიალს ესწრებოდნენ ქალაქის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები. სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower" –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)