|
2016-05-21 14:03:16, 944 ნახვა
სამართალი
პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები. აქციას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. პროკურატურასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამასთან, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, გორგასლის ქუჩა გადაკეტილია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)