|
2016-05-20 19:43:38, 980 ნახვა
ეკონომიკა
ინვესტორთა საბჭომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს სხდომა გამართა
საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისთვის მომსახურების ერთიანი ფრონტოფისის შექმნა, სასამართლო სისტემის რეფორმა, მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებები და გაკოტრების რეფორმა იყო მთავარი თემები, რომელზეც ინვესტორთა საბჭომ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საგადასახადო რეფორმის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საგადასახადო სისტემის ე.წ ესტონური მოდელის 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებას გულისხმობს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ფრონტოფისის კონცეფციაზე, სადაც ქართული და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები ყველა სახელმწიფო სერვისის მიღებას შეძლებენ. ამ თემაზე ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი იყო სასამართლო სისტემის რეფორმა. საბჭოს წევრებმა თავიანთი ხედვები წარადგინეს, რომელთა ნაწილს სასამართლოს სისტემის რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს. სხდომაზე მოწვეულმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს მომავალ კვირას უყრის, მოიცავს იმ კომპონენტებს, რომლებსაც ინვესტორთა საბჭოს წევრები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მათ შორის არის, საქმეთა ელექტრონულად განაწილების წესი. იუსტიციის მინისტრი ასევე იზიარებს ინვესტორთა საბჭოს წევრების მოსაზრებას, რომ მედიაცია სასამართლოში გასაძლიერებელია. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მათ მოსაზრებებს მეწარმეთა შესახებ კანონზე მუშაობის პროცესშიც გაითვალისწინებს. სხდომაზე საუბარი გაკოტრების რეფორმასაც შეეხო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული ნაწილი პარლამენტში უკვე წარდგენილია. საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სურვილი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან თანამშრომლობით, კანონპროექტის კონცეფციის გაცნობას საშუალება მიეცემათ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)