|
2016-05-20 13:13:38, 889 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტის” ახალი კვლევა - რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ენერგოსექტორი
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ენერგოსექტორის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში განხილულია საქართველოს ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი ცვლილებები და გამოწვევები. კვლევაში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი სისტემის მდგრადობის გაზრდის მიზნით, მომავალი ათი წლის მანძილზე საქართველოს ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურაში იგეგმება 809 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია. ახალი და რეაბილიტირებული გადამცემი ხაზები კი ქსელში დამატებით 4,000 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ინტეგრაციის საშუალებას მისცემს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც არსებული ასევე პოტენციური ინვესტორებისათვის. კვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა და თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების ვარდნის ფონზე, ენერგოსექტორი კვლავ მიმზიდველ ინვესტიციად რჩება. ამ ეტაპზე ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე 27 ჰიდრო ელექტრო სადგური და ერთი ქარის ელექტროსადგურია, 3.2 მილიარდი დოლარის საერთო საინვესტიციო ღირებულებით. ეს კვლევა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების პერსპექტივებით; იმითი, თუ რა ტენდენციებია ამჟამად ბაზარზე როგორც მიწოდების, ასევე მოხმარების მხრივ; როდისთვის არის მოსალოდნელი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა; რა როლს თამაშობს სექტორის განვითარებაში თურქეთის ბაზარზე არსებული ფასები და რას უნდა ველოდოთ მომავალში, საქართველოს ენერგოგაერთიანების წევრის სტატუსის მიღებისა და ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის შედეგად. „გალტ & თაგარტი“ მუდმივად აკვირდება საქართველოში წამყვან ეკონომიკურ სექტორებს; მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას. ენერგეტიკის სექტორზე კი „გალტ & თაგარტი“ ყოველთვიურად აქვეყნებს „ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა“-ს. ენერგოსექტორის კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gtresearch.ge
(R)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)