დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰიოგს შეხვდა. 

" />
09:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 18:27:46, 558 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰიოგს შეხვდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ერიკ ჰიოგს სამინისტროს   საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა და სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

უწყების ინფორმაციით, შოთა რეხვიაშვილმა ასევე   გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ  პროექტებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.  

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო პრიორიტეტს  ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში ობიექტებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას ანიჭებს. დღევანდელი მონაცემებით, სამინისტრომ უკვე 38 ასეთი შენობა დახურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ კორპუსებში გადასცა. 

შოთა რეხვიაშვილი ასევე შეეხო  „სოფლად სახლის“,  „მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა“ და „იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტებს.  მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამინისტრომ დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში.

შეხვედრის დასასრულს,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰიოგმა მინისტრის მოადგილეს  ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics