12:44 - 20 Aug, 2026
|
2016-05-17 18:45:59, 1089 ნახვა
სამართალი
დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო
საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მათ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი 14 პოლიციელის დაკითხვა მოითხოვეს. დაკავებული 6 პირის პროცესი 20 მაისს, ხოლო ერთის - 28 მაისს გაიმართება. ლგბტ აქტივისტების მეგობრების თქმით, დაკავებულებს არც შენობა, არც ფასადი და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაუზიანებიათ და უკანონოდ აიყვანეს. შეგახსენებთ, ლგბტ აქტივისტები სამართალდამცველებმა ღამით დააკავეს, როდესაც საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასა და პუშკინის სკვერში საღებავებით ჰომოფობიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს წერდნენ. თავდაპირველად პოლიციაში 10 პირი გადაიყვანეს, მათგან სამი დილით გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)