05:54 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 18:13:26, 604 ნახვა

საზოგადოება
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 25 თებერვალს დაიწყება და 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge).

"ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის  მოწმობა, მან ასევე  უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება  სამი სხვადასხვა - A, B და C  ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის მსურველმა რეგისტრაციისას მისთვის სასურველი ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.
 
A, B და C - ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, ოთხ ნაწილს მოიცავს. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.

2015 წლის ერთიანი ეროვნული და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 10 თებერვალს დაიწყო  და 17 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics