02:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 10:58:18, 736 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გოგუაძე ივანიშვილს: დღეის შემდეგ, თქვენი პირადი მტერი ვარ

“თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ე.წ. კაბელების  საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ მოსამართლე  ბესიკ ბუგიანიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი მონაა.

„ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო, საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას, მის გვარს და სახელს ყველა ბოძზე გავაკრავთ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ 5 პირს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა და განაჩენი ისე გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics