|
2016-05-14 22:42:32, 851 ნახვა
სამართალი
გოგუაძე: ეს იყო ძალადობა პარლამენტზე, კონსტიტუციაზე და ძალადობა ყველაფერ დემოკრატიულზე
"ეს იყო ძალადობა პარლამენტზე, კონსტიტუციაზე და ძალადობა ყველაფერ დემოკრატიულზე" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ "კურიერის" ეთერში "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. „ეს იყო ძალადობა პარლამენტზე, ეს იყო ძალადობა კონსტიტუციაზე, ეს იყო ძალადობა ყველაფერ დემოკრატიულზე, რადგან ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია და, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ ხელისუფლების ცდუნება მოახდინოს და მოახდინოს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების უზურპაცია და გასცდეს კონსტიტუციას. ეს მოაქციოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და შეაკავოს ხელისუფლება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. გოგუაძის თქმით, უმრავლესობას ეჩქარება და ამის ძირითადი მიზეზი რუსთავი2-ია. „ეჩქარებათ რუსთავი2-ის გამო. საერთოდ ასეთ უკანონო კანონებს კარგი საქმისთვის არ იყენებენ ხოლმე,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, თავისუფლი დემოკრატები აპირებენ, თხოვნით მიმართონ პრეზიდენტს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)