|
2016-05-14 12:01:34, 964 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი: 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავით ო., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მელორის ბ., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გოჩა ზ. და 1990 წელს დაბადებული დათა ფ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში, ვ.შ-ს საცხოვრებელ სახლში იმ დროს დააკავეს, როდესაც ფულს იპარავდნენ. პოლიციამ, მელორის ბ-ს პირადი ჩხრეკისას, ვ.შ-ს კუთვნილი 15225 ლარი და 740 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)