14:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:53:28, 1271 ნახვა

რეგიონი
აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში, 11-15 მაისს, ისინი რეგიონს სტუმრობენ და მის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურისას ძირითადი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება. შესაბამისად, ბელარუსში პოპულარული ტელეარხების ONT, CTC გადამღები ჯგუფები ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან აჭარას ეწვევიან, სადაც საოჯახო სახლებში აჭარული კერძების მომზადებას გაეცნობიან. მათ ობიექტივში ასევე მოხვდება ადგილობრივი წარმოების ღვინო, მახუნცეთის ჩანჩქერი, მაჭახელა და  აჭარული ღვინის სახლი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ და ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან. ქალაქში ყოფნისას ჟურნალისტები აჭარული ხაჭაპურის მომზადებასაც გადაიღებენ. ისინი რეგიონს 15 მაისს დატოვებენ.

პრესტურის შედეგად აჭარული და ზოგადად ქართული სამზარეულოს შესახებ მომზადებული ტექსტური, ფოტო-აუდიო მასალები და რეცეპტები  განთავსდება სპეციალურ კულინარიულ გზამკვლევში, რომელიც დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „gobatumi.com” განთავსდება. გზამკვლევი საშუალებას მისცემს ტურისტებსა და საიტის ვიზიტორებს გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, დაგეგმონ გასტრო ტურები აჭარისა და ზოგადად საქართველოს მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics