|
2016-05-11 12:39:23, 553 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს მხოლოდ პრემიერის ან პარტიის გადაწყვეტილებით დატოვებენ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის” წევრი მინისტრები თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ან პარტიის გადაწყვეტილებით დატოვებენ. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშნველოვანია, რომ თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის რანგში, ნატო-ს ვარშავის სამიტში მიიღოს მონაწილეობა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 27 მარტს განაცხადა, რომ მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობას „რესპუბლიკური პარტიის“ ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ყველა სხვა საკითხი ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. დადგება მომენტი, ვისმჯელებთ ამ საკითხზე და გადავწყვეტთ. ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნა სასურველია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)