16:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:38:24, 635 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არ იქნება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დეპუტატმა თავად განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ემიჯნება. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ დეპოტატობის კანდიდატის სტატუსით იბრძოლებს, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს.

„ჩემი სიაში ჩასმის საკითხს არც კი განვიხილავ. იმიტომ კი არა, რომ შესაძლოა ვიღაცას არ მოსდის თვალში ჩემი აქტიურობა პარლამენტში. დეპუტატობის სურვილი მაქვს, მაგრამ ამისთვის პარტიული სიით არ ვიბრძოლებ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გავხდები და ასე ვიბრძოლებ. კონკრეტულად კი ქუთაისის 47-ე ოლქში. ამისთვის, რა თქმა უნდა პარტიის მხარდაჭერით ვიბრძოლებ. საუბარი რომ არ იყოს მერე, აი „ოცნების“ პარტიულ სიაში რადგან ვიყავი იმიტომ გავიმარჯვე“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ომარ ნიშნიანიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics