|
2016-05-08 12:29:48, 854 ნახვა
სამართალი
ნატა ფერაძე: ჩვენ აუცილებლად დაავანონსებთ აქციების მომდევნო ციკლს
"ჩვენ აუცილებლად დაავანონსებთ აქციების მომდევნო ციკლს, რომელიც ადამიანების გამოფხიზლებისკენ იქნება მოწოდებული",-ამის შესახებ ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეების" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა. "მივხვდი, რატომ გადამიყვანეს ნარკოლოგიურში. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მოძრაობებში ხედავს საშიშროებას. ეს ყველაფერი მოსახლეობამ საღად უნდა აღიქვას და უნდა მიხვდნენ, რომ ივანიშვილს ეშინია ჩვენი. ეშინია ჩვენი მოძრაობის. შეგახსენებთ, "პანორამა თბილისის" პროექტის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ GDS-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ, რა დროსაც აქტივისტებსა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, 5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ნატა ფერაძე და ალეკო ელისაშვილი.ნატა ფერაძე გუშინ სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)