|
2016-05-08 10:45:35, 1167 ნახვა
სამართალი
თბილისში რამდენიმე პირი „აი-ფი-ეს“-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვის მცდელობისას დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მალხაზ ჩ., 1990 წელს დაბადებული არსენ დ. და 1987 წელს დაბადებული ჯონი ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. "სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე „აი-ფი-ეს“-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და აპარატში მოთავსებული 6 593 ლარის, აპარატის მცირე ზომის ფულის ტომრის და ქაღალდის ფულის მიმღები მოწყობილობის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებული თანხა, ტომარა და ფულის მიმღები მოწყობილობა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)",-აცხადებენ შსს-ში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)