14:44 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 13:28:26, 1279 ნახვა

რეგიონი
ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება. სოფელი ხაშმის წყალუზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნიკალური ჯიშის ყურძენი - ხაშმის საფერავი მოდის. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხებში დასრულდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

მიმდინარე  სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.

სამინისტროს ცნობით, 2012 წლიდან კახეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6000  ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics