11:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 16:35:14, 4833 ნახვა

კულტურა
"ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი" 7-8 მაისს გაიმართება

7-8 მაისს ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში "ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი 2016" ტარდება.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო და იგი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით იმართება.

7 მაისს 13:00 საათზე საფესტივალო პროგრამის პირველი დღეა, რომელზეც  წარმოდგენილი იქნება ნაციონალური, თანამედროვე, შოუ პროგრამები.

8 მაისს გაიმართება ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების პროგრამა. ხოლო 19:00 საათზე დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ ფესტივალში 600-მდე მონაწილე იქნება, მათი ასაკობრივი კატეგორია 6 წლიდან 25 წლამდეა.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოცეკვავეები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქორეოგრაფიული ანსამბლები. ასევე უკრაინის, ყაზახეთის, საბერძნეთის, მოლდავის, სომხეთის, რუსეთის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოცეკვავეები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები.

ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. პარტნიორები არიან კომპანიები: "კუბიკ", პეპსი, ბაკურიანის წყლები, კომპანია „ჯმთ", „სფერო ჰოლდინგი", სადაზღვევო კომპანია "არდი", "ორიფლეიმი", სასტუმრო „ასტორია".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics