07:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 14:48:16, 915 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ ახალგაზრდებში სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე ერთობლივად იზრუნებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს. მემორანდუმი ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა.

მემორანდუმის თანახმად, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics