|
2016-05-05 18:48:08, 907 ნახვა
ეკონომიკა
დავით ჯალაღანიამ EUGBC-ს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილოება მიიღო ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ ბიზნეს კონფერენციაში „ევროპული კომპანიები საქართველოში: მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები". სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტების შესახებ, ასევე ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ. დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედება დადებითად აისახა როგორც საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელზე, ასევე ზოგადად საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EUGBC-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. ამ თვალსაზრისით აღინიშნა EUGBC-სა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ ერთად ორგანიზებული ბიზნეს ფორუმები. მან, ასევე მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)