|
2016-05-05 12:27:57, 992 ნახვა
სამართალი
ნაცვლიშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმა სამი მიმართულებითაა გასაგრძელებელი
ჩვენი პოზიციაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით გაგრძელდეს რეფორმა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის ბოლომდე გამართვა, საქმის განაწილების დროული ცვლილება და დისციპლინური სამართალწარმოების სისტების ფუნდამენტური რეფორმა. "შეხვედრაზე "საქართველოს განვითარების ფონდის" მიზნებსა და ხედვებს გავეცნობით. ჩვენი პოზიცია არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით რეფორმა არის გასაგრძელებელი. ეს არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის ბოლომდე გამართვა, საქმის განაწილების წესით დროული ცვლილება და დისციპლინური სამართალწარმოების სისტების ფუნდამენტური რეფორმა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ამასთან ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოა, მაგრამ არ არის მისი უფლებამოსილებები და ქმედებები შეზღუდული პრინციპების და კანონმდებლობის დონეზე. "მისი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. არგუმენტი უნდა იყოს გამჭვირვალე ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღმა, რომელიც დგას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ექვემდებარებოდეს ანგარიშვალდებულებების დემოკრატიულ მოდელს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი" ამ წუთებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილოებების პაკეტს აცნობს. შემუშავებული კანონპროექტები სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების რეგულაციების გამოსწორებას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)