|
2016-05-05 10:07:15, 1241 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ
თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters თურქეთის მმართველ პარტიაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მედიის ინფორმაციით, თურქეთის მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” დავუთოღლუს ჩანაცვლებას რიგგარეშე ყრილობაზე გეგმავს. პარტიის ყრილობა უახლოეს კვირებშია დაგეგმილი. როგორც სააგენტო წერს, დავუთოღლუს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის საათ-ნახევრიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინ უძღვოდა რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობები. Reuters-ის ინფორმაციით, აჰმეთ დავუთოღლუ მხარს არ უჭერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების შემცირებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის შემდეგ იკავებს, მას შემდეგ რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში დავუთოღლუს მიიჩნევს პარტნიორად. დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა კი ევროპული მედიის ცნობით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი ნიშანი არ იქნება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)