05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 11:15:41, 724 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებულ სერვისებს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა  სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს განახლებული სერვისები შესთავაზა.

პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.

ცენტრის ინფორმაციით, სიახლე საჯარო და კერძო სექტორში ეფექტიანი მართვისა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა იურიდიული, სოციალური, ფინანსური, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტესტირების მიმართულებით ცენტრში არსებული  სიახლეები.

მიწვეულ სტუმრებს ვიდეორგოლის სახით ახალი პროდუქტი „წარმატების ფორმულა“ წარედგინათ.

ცენტრის დირექტორ ნუგზარ კაკულიას განცხადებით, ახალი პროდუქტი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული კომპლექსური შეთავაზება.

ფორმულა სამ ეტაპად იყოფა:  „პირველ ეტაპზე განხორციელდება ორგანიზაციის თანამშრომელთა წინასწარი შეფასება; მეორე ეტაპზე გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება და განხორციელდება უშუალოდ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება; მესამე, დასკვნით ეტაპზე კი,  შეფასდება სწავლების შედეგები, რა დონეზე მოხდა თანამშრომელთა ცოდნის − უნარებისა და დამოკიდებულებების გაუმჯობესება“.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებული, კომპლექსური შეთავაზება ორგანიზაციული განვითარებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. 

ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.  









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics