|
2016-04-29 13:30:44, 4388 ნახვა
კულტურა
ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში ჯგუფ VOLCAN-ის კონცერტი გაიმართება
30 აპრილს, 20:00 საათზე, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება. მსოფლიო ცნობილი ჯგუფი VOLCÁN ცნობილ მუსიკოსებს - Jose Armando Gola, Horacio "El Negro" Hernandez and Gonzalo Rubalcaba აერთიანებს და 5 წელია მრავალფეროვან და მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას ქმნის, რომელიც ჯგუფის 150-მდე ალბომშია შესული. VOLCAN - ბუნების ოთხ ელემენტს - დედამიწას, ჰაერს, ქარს და ცეცხლს აერთიანებს. კონცერტში ჯგუფ VOLCAN-თან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. ქართველი სამხედროები, შეასრულებენ ისეთ პოპულარულ ჯაზ ჰიტებს როგორიცაა : IN THE MOOD (JOE GARLAND); BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK). ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც. ჯაზის საერთაშორისო დღის 5 წლისთავი წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნება ამერიკაში. 29 აპრილს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა თეთრ სახლში, მსოფლიო დონის მუსიკოსებს - ჰერბი ჰენკოკს, სტინგს, არეტა ფრანკლინს, დაიანა კროლს, ელ ჯეროს, ჰიუ მასაკლეას, ჩიკ კორეას და სხვა შემსრულებლებს უმასპინძლებენ. პირველად ჯაზის საერთაშორისო დღე 2012 წლის 30 აპრილს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მღერიან მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე. გასულ წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას იაპონიის ქალაქმა ოსაკამ უმასპინძლა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)