|
2016-04-27 14:59:00, 852 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, ვის დაევალება ონლაინ სესხების დარეგულირება
სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ონლაინ სესხების დარეგულირება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ონალინ სესხების საკითხი ის თემაა, რომელსაც დიდი დრო უნდა დაეთმოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ კერძო კომპანიები რომლებიც ონლაინ სესხებს გასცემენ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში არ შედიან. „ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხით ვუყურებთ. ზოგადად რომ ვისაუბროთ სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება სესხის მიღებასთან შეაფასოს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ონლაინ სესხების დიდხნიანი გამოცდილება ბალტიისპირეთის ქვეყნებს გააჩნიათ და ეროვნული ბანკი მათ გამოცდილებას და ცვლილებებს მკაცრად აკვირდება. „ვფიქრობ ეს საკითხი მისახედია მას შემდეგ რაც გადაწყდება თუ ვინ მოაგვარებს ამ საკითხის რეგულირებას უკვე მოხდება იმ ღონისძიებების შემუშავება რაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით შეეცდება სავალალო შედეგების გამორიცხვას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)