10:24 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 13:21:32, 790 ნახვა

სამხედრო
საქართველო ნატოს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო ნატოს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში კონფერენცია თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა.

კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა იქნება. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა სერჟანტთა კორპუსის პროფესიონალიზაციისთვის.

„შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩამოსულია ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი. შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ საქართველოს სერჟანტთა სკოლა ვითარდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი შეიარაღებულ ძალებში. შეხვედრა ძალიან საქმიანი და დატვირთული იქნება. სხვადასხვა ქვეყნის სერჟანტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს და ცოდნას გაუზიარებენ. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს წარმატებული ადგილი უკავია არა მარტო რეგიონში, არამედ, ნატოს ქვეყნებს შორისაც“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

დღის ბოლოს სამუშაო შეხვედრის მონაწილე უცხოელი სერჟანტები და ექსპერტები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს ცენტრის ისტორიის, სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სამუშაო შეხვედრა თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა „თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის“ (DEEP) ორგანიზებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics