|
2016-04-26 18:21:28, 692 ნახვა
საზოგადოება
კონკურსი„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობისათვის“ კონკურსს ატარებს
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსს ახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. 93-მა აპლიკანტმა უკვე შეავსო განცხადების შესაბამისი ფორმა. მათივე ცნობით, კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას. კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლინდებიან სხვადასხვა ტიპის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში საუკეთესო ამხანაგობები. თითოეული ჯგუფიდან კი გამოვლინდება მაქსიმუმ 20 გამარჯვებული. კონკურსის დასრულების შემდგომ გამარჯვებული ამხანაგობები დაჯილდოვდებიან გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე. კონკურსის ჩატარების შესახებინფორმაცია, წერილობითი შეტყობინების ფორმით ეცნობათ გამგეობის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ასევე საინფორმაციო სტენდი განთავსდა გამგეობის შენობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)