10:13 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 18:10:21, 856 ნახვა

სამართალი
ირაკლი ფირცხალავას ოჯახს 15 000 ლარიანი გირაოს თანხა დაუბრუნდება

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ოჯახს 15 000 ლარიანი  გირაოს თანხა დაუბრუნდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. მან გირაოს თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით,   ფირცხალავას მეუღლის  ნინო ხვიტიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ხვიტიას თქმით, იმის გამო, რომ  ფირცხალავას ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის  საქმეზე 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა,  ბუტა რობაქიძის საქმეზე შეფარდებული გირაო აღკვეთის მიზნებს აღარ ემსახურებოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ფირცხალავას მეუღლის შუამდგომლობა მაინც დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics