|
2016-04-26 14:13:04, 891 ნახვა
სამართალი
სამებიდან დაკარგულ ძვირფას ნივთზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან ძვირფასი ნივთი დაიკარგა. რის შესახებაც გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პოლიციაში ერთი კონკრეტული ნივთის დაკარგვასთან დაკავშირებით შევიდა შეტყობინება. მათივე ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. „ერთი კონკრეტული ნივთი იყო დაკარგული. ამასთან დაკავშირებით იყო შეტყობინება შემოსული. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს“, - აღნიშნეს სამინისტროში. ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამების ტაძრიდან დიდი ოდენობის ძვირფასი ნივთები დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი და ძვირფასეულობის დაკარგვას შორის კავშირი არსებოს, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე სასულიერო პირი უკვე დაიკითხა. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან შსს-ში ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)