|
2016-04-26 10:57:12, 598 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის რვაგზის ჩემპიონი გახდა
ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ. ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა. ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს. ქართველი ძიუდოისტები დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში სამშაბათს, ჩამოფრინდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)