|
2016-04-25 19:28:16, 630 ნახვა
საზოგადოება
„არ გვჭირდება პოლიცია, რომლის დანახვაც გვაშინებს“, - „აუდიტორია 115“ მსვლელობით სუს-ის შენობასთან მივიდა
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა უნივერსიტეტიდან სუს-ის შენობის მიმართულებით მსხვლელობა დაიწყეს „ავტონომია უნივერსიტეტს“, „არა პოლიტიკურ რეჟიმს“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „უშიშროება საშიშროებაა“, - ასეთი სლოგანებით მივიდნენ „აუდტორია 115“-ის წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. იქამდე სტუდენტებმა შეკრება თსუ-ს პირველ კორპუსში დაიწყეს და მსვლელობით სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს. სტუდენტების თქმით, ეს აქცია არა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებს, არამედ ყველა სტუდენტს ეხება. „ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც გვატერორებს. ჩვენ არ გვჭირდება პოლიცია, რომლის დანახვაც გვაშინებს. „აუდიტორია 115“-ის აქცია-მსვლელობაში თსუ-ს დაახლოებით 50-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტუდენტების აქცია-მსვლელობას საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი აკონტროლებს, ეკიპაჟები ჯერ მსვლელობას მიჰყვებოდა, ახლა კი სუს-ის შენობასთან იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)