|
2016-04-25 13:10:17, 774 ნახვა
სამართალი
„რატომღაც სულ მე მეწერება ეს თემა“ - მურუსიძე არსამთავრობოების მონიტორინგის შედეგებს ეხმაურება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ დოკუმენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ეხმაურება. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია როდესაც ხდება კონკრეტული კანდიდატების ლანძღვა. "ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კანდიდატებზე მიდის ლანძღვა და მითითება, რომ კონკრეტული კანდიდატები არ უნდა იყვნენ დანიშნული. მაშინ მიგვითითონ რომელი კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეულები, რომ ჩაგვითვალონ რომ ეს მოხდა გამჭვირვალედ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს იუსტიციის საბჭო მთლიანად რატომღაც სულ მე მეწერება ეს თემა რომ მურუსიძე აფარებს ხელს, არადა მურუსიძე იქ არის ერთი წევრი", - განაცხადა მურუსიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. გამოვლენილ ხარვეზებს არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობენ. როგორც მათ განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები, კონკრეტულად კი ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება, ასევე საბჭოში არ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)