|
2016-04-25 12:39:19, 496 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ღამის ინსპექტირების შედეგად რამდენიმე სამართალდამრღვევი გამოავლინა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს. მერიის ინფორმაციით, ღამის ინსპექტირების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე. „ჩვენს მიერ, ღამის ინსპექტირებისას გამოვლენილ იქნა რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი, მინდა გავაფრთხილო ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ინერტულ ან სხვა სახის ნარჩენებს ჩვენს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი.“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათამდე ფაქტს აფიქსირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)