|
2016-04-22 19:36:26, 831 ნახვა
სამართალი
სამხარაძე რამიშვილზე: აქვს მცდელობა, აქცენტები გადაიტანოს საკუთარი ამორალური საქციელიდან
"აქვს მცდელობა, აქცენტები გადაიტანოს საკუთარი ამორალური საქციელიდან" - ასე შეაფასა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია. განცხადებაში, რომელიც სამხარაძემ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ის [თათია სამხარაძე] არ არის “შალვა რამიშვილის იმედიდან მოშორების” იაფასიანი გეგმის ნაწილი. მისი თქმით, რამიშვილი მასზე სექსუალური ხასიათის შევიწროვებას ახორციელებდა. "ექსპრესნიუსი" თათია სამხარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შალვა რამიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე და მანამდეც, არაერთხელ გაჟღერებული ვერსია, თითქოს მისი იმედიდან “მოშორება” რაიმე სახით უკავშირდება ვინმე კონკრეტული პირების პოლიტიკურ ინტერესებს ან მასსა და “იმედის” გენერალურ დირექტორ, გიორგი ბახტაძეს შორის წარმოშობილ უთანხმოებას, არის მხოლოდ და მხოლოდ რამიშვილის მცდელობა, აქცენტები გადაიტანოს საკუთარი ამორალური საქციელიდან. ცნობისთვის, დღეს შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "იმედი" ზეპოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ მურუსიძის ეთერში მოწვევას. რამიშვილის განცხადებით, "ტელეიმედს" ჰყავს ფიქტიური მმართველი გიორგი ბახტაძე და ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)